ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 70 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

23:30, 18.05.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის მანძილზე 70 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.

მსგავსი