ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 538 პირის ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 538 პირის ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 538 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს და კარანტინიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.