ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 364 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

10:42, 26.06.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 364 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა, „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა.

კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაცინეტებს და ამავე დაწესებულებების მედპერსონალს ჩაუტარდა.

მსგავსი