ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 331 ნიმუშიდან კორონავირუსი ექვს პირს დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 331 ნიმუშიდან კორონავირუსი ექვს პირს დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 331 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და პასუხებს შორის ექვსი დადებითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ კარანტინის ბინადრებს და უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს დაუდასტურდათ.

მისივე თქმით, არც ერთი შემთხვევა არ უკავშირდება იმერეთის რეგიონს.