ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 285 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 285 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 285 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა ჩაუტარდათ იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს.