ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 244 ნიმუშის პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 244 ნიმუშის პასუხი უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 244 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

კვლევა ჩაუტარდა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირებს, ასევე გეგმურად მედპერსონალის ნაწილს.

იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო ზონებში ამ დროისთვის 141 პირი იმყოფება.