ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 190 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

10:15, 24.06.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 190 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა, „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა.

კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაცინეტებს და ამავე დაწესებულებების მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.

რაც შეეხება რეგიონის საკარანტინო სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით კარანტინში კვლავ 73 პირი იმყოფება.

მსგავსი