ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 121 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 121 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 121 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.

გიორგიძის თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.