ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუშიდან 28 დადებითი აღმოჩნდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუშიდან 28 დადებითი აღმოჩნდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და 28 ანალიზის პასუხი დადებითია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული „კოვიდ-19“ დიაგნოზის მქონე პაციენტებს უკავშირდება და ძირითადად მათი კონტაქტებია.

„ეპიდემიოლოგები კვლავ მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. რაც შეეხება წყაროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში ახალი კორონავირუსის მასშტაბის გაზრდა ცაგერის კლასტერს უკავშირდება“, -განუცხადა გოჩა გიორგიძემ.