ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ კიდევ 778 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ კიდევ 778 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 778 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.

გიორგიძის თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.