ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ კიდევ 280 პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ კიდევ 280 პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში 280 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდათ. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

იმერეთის რეგიონში კარანტინში კვლავ რვა პირი იმყოფება.