ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 677 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 677 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა, ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია.
შესაბამისად, „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.
გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს და კარანტინიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.