ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 596 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 596 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში „კოვიდ-19“-ის შემთხვევა ბოლო 30 დღეა, არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 596 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

დატოვე კომენტარი