ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 377 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 377 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში „კოვიდ-19“ შემთხვევა ბოლო 28 დღეა, არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 377 ტესტი ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.