ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 189 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 189 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 189 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა და „კოვიდ 19“ არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

წყალტუბოს სასტუმრო „სპა ლეგენდსში“ არსებულ კარანტინში წუხელ მოქალაქეთა ახალი ჯგუფი შეიყვანეს და ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით კარანტინში 316 პირი იმყოფება.