ქუთაისის ლაბორატორიაში დღეს ჩატარებული 103 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში დღეს ჩატარებული 103 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის განმავლობაში 103 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია – ამის შესახებ საქართველოს არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ და შედეგად, „კოვიდ 19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.