ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათში გამოკვლეული 218 პირიდან კორონავირუსი ორს დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათში გამოკვლეული 218 პირიდან კორონავირუსი ორს დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 218 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ 19“ ორ პირთან დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევები საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება. საუბარია ცოლ-ქმარზე. ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

გოჩა გიორგიძის თქმით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 300 პირი იმყოფება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 837 შემთხვევაა დადასტურებული.