ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათში 65 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

11:25, 14.06.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 65 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს და იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს ჩაუტარდათ.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში ვითარება არ შეცვლილა და ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში ჯამში 300 პირი იმყოფება.

მსგავსი