ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათში 40 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

09:27, 15.06.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტების მიერ 40 ბიოლოგიური ნიმუში იქნა გამოკვლეული და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს და იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს ჩაუტარდათ.

მსგავსი