ქუთაისის ლაბორატორიაში 84 ანალიზი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში 84 ანალიზი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის მანძილზე იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან 84 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, ჩატარებულ კვლევებს შორის 50 მედპერსონალია.

„ჩვენ გეგმურად ვახორციელებთ კვლევას იმ ადამიანებისა, ვისაც უშუალო შეხება აქვს ინფიცირებულებთან და გეგმურმა კვლევამ დღეს ყველა უარყოფითი პასუხი გვიჩვენა”,- განაცხადა გიორგიძემ.

ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 368 მოქალაქე იმყოფება.