ქუთაისის ლაბორატორიაში 72 პაციენტის ანალიზი კორონავირუსზე უარყოფითია

22:25, 28.04.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 72 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, ანალიზებს შორის 20 ფოთის ცხელების ცენტრის მედპერსონალის გეგმური კვლევაა და ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

გიორგიძის ინფორმაციით, წყალტუბოში ინფიცირებულ პირთან უშუალო შემხებლობაში მყოფ 11 პირს რომლებიც კარანტინში არიან გადაყვანილი ანალიზები უკვე აუღეს და მათი პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი