ქუთაისის ლაბორატორიაში 592 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

12:37, 19.07.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 592 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა, „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

მსგავსი