ქუთაისის ლაბორატორიაში 372 ანალიზი გამოიკვლიეს, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია

10:52, 10.05.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 372 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების, რაიონების სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალის, საკარანტინო სივრცეების პერსონალისა და ძევრის შშმ პირთა პანსიონატის ბინადრების ბიოლოგიური ნიმუშები იყო.

კოვიდ 19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

მსგავსი