ქუთაისის ლაბორატორიაში 338 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

09:50, 04.09.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 338 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს
ჩაუტარდათ.

მსგავსი