ქუთაისის ლაბორატორიაში 260 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:16, 16.06.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 260 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაცინეტებსა და საირმის კარანტინიდან გამსვლელ 139 პირს ჩაუტარდათ.

მსგავსი