ქუთაისის ლაბორატორიაში 250 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში 250 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 250 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ანალიზებს შორის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტებისა და საკარანტინო სივრცეებიდან გასაწერ პირთა ბიოლოგიური ნიმუშები იყო.

ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 260 ადამიანი იმყოფება.