ქუთაისის ლაბორატორიაში 174 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში 174 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 174 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქარველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, გეგმურად სამედიცინო პერსონალის ნაწილს და კარანტინებიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.

ამ დროისთვის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 213 პირი იმყოფება.

დატოვე კომენტარი