ქუთაისის ლაბორატორიაში 118 ანალიზი გამოიკვლიეს კორონავირუსზე, ყველა პასუხი არის უარყოფითი

23:16, 23.04.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის მანძილზე იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 118 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი კორონავირუსზე არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მედიკოსებმა დღეს ტემპერატურა 700-მდე მოქალაქეს გაუსინჯეს და მათგან ცხელება 18 პირს დაუდგინდა. მათ აუღეს ანალიზები და პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი