ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ სოფელ რუხიდან შეყვანილ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ სოფელ რუხიდან შეყვანილ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ „ცხელების ცენტრში“ ზუგდიდის სოფელ რუხიდან მძიმე მდგომარეობაში შეყვანილ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

25 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუხის საავადმყოფოდან მწვავე აპენდიციტით, ტემპერატურითა და ვირუსზე საეჭვო სხვა სიმპტომებით გადაიყვანა. პაციენტი ამ დროისათვის მკურნალობას კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში გადის.

კლინიკის ხელმძღვანელის, მამუკა მიქაძის თქმით, კორონავირუსზე ასევე უარყოფითია „ცხელების ცენტრში“ მყოფი ოთხი პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგები.

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში სამი საეჭვო პაციენტის ანალიზების შედეგებს ელოდებიან.