ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდინფიცირებული ორსული შეჰყავთ
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდინფიცირებული ორსული შეჰყავთ

ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდინფიცირებული, 29 წლის ორსული შეჰყავთ. მას „კოვიდ-19“ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მამია ყიფიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით, 79 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რომელთაგან ათი არასრულწლოვანია.

„ამ დროისთვის კლინიკაში 79 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. მათგან ორი კრიტიკულად მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე არიან. 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ინფიცირებულებს შორის ათი ბავშვია, მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. რაც შეეხება ტესტის პასუხებს, ხვალ ველოდებით 12 კვირის ორსულის ტესტის პასუხს, რომელიც ჩვენთან ცხელებით შემოვიდა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.