ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს

​ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს.

პაციენტებს შორის 14 ბავშვი, ოთხი ორსული და ორი მელოგინეა. სტაციონარში მოთავსებულ პირებს შორის არის ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული რამდენიმე პირი.

„პაციენტებიდან რამდენიმეს პნევმონია აღენიშნება. მართვით სუნთქვაზე იმყოფება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი პაციენტი. მისი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება“, – განაცხადა სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.