ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან შვიდი წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან შვიდი წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი მორიგმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. კორონავირუსი კლინიკაში შვიდი წლის პაციენტმა დაამარცხა. ასევე, კოვიდცენტრი დატოვა ხუთმა უსიმპტომო პაციენტმა, რომლებიც სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადანაწილდნენ.

ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის, ათი ორსული და ორი მელოგინეა.

„კრიტიკულად მძიმე რჩება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საერთო ჯამში, სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თითოეულ მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – ამბობს კლინიკა „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

დატოვე კომენტარი