ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ ხუთი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს, რომლებიც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მუშაობდნენ
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ ხუთი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს, რომლებიც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მუშაობდნენ

ქუთაისში, ოქროს ბირჟის ე.წ. კლასტერი გაიზარდა. კლინიკა „ბომონდის” კოვიდ-ცენტრში ხუთი ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელთა ინფიცირება სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლის“ ტერიტორიაზე განთავსებული ოქროს ბირჟას უკავშირდება.

კლინიკის სტაციონარში დადასტურებული „კოვიდ-19“-ით 79 პაციენტი მკურნალობს.

„კრიტიკულად მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა. დღეს ველოდებით გამოჯანმრთელებაზე ოთხი ბავშვის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, ხოლო სასტუმროში, კარანტინში გადავა მსუბუქი სიმპტომის მქონე რამდენიმე პაციენტი“, – ამბობს კლინიკა „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.