ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ აცხადებენ, რომ ორივე პაციენტის გარდაცვალება ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ აცხადებენ, რომ ორივე პაციენტის გარდაცვალება ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია

ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ აცხადებენ, რომ ორივე ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალება ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია

„ბომონდის” კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით, 78 წლის ქალბატონს ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად, აღენიშნებოდა ქრონიკული უკმარისობა, ჰიდროპერიკარდიუმი და ხორხის სიმსივნე.

რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა.

აღნიშნული პაციენტები კლინიკაში დადასტურებული „კოვიდ-19“-ით 15 და 16 სექტემბერს შეიყვანეს.

„კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ამ დრომდე ახალი კორონავირუსული ინფექცია 60-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულები არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორსულები, მელოგინეები და ბავშვები. ამ დროისთვის კლინიკაში 90 კოვიდდადებით პაციენტს უტარდება მკურნალობის კურსი. გვყავს ორი კრიტიკულად მძიმე პაციენტი.

აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომა თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. მედიკოსების მაქსიმალური მცდელობისა და გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ამბობს კლინიკა „ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.