ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ნაწილმა დატოვა, ისინი მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ
ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ნაწილმა დატოვა, ისინი მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ნაწილმა დატოვა. კლინიკიდან 15 პაციენტი ბინაზე გაეწერა.

კოვიდცენტრში მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მიღებაც. სამედიცინო დაწესებულებაში გვიან ღამით შეიყვანეს მელოგინე, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, მედიკოსები გამოჯანმრთელებაზე სტაციონარში მოთავსებული ერთ-ერთი ორსულის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

ამ დროისთვის, „ბომონდის“ კოვიდცენტრში 77 ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.