ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში მოთავსებულ ექვს საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტებიდან სამი ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი იყო, მათ შორის 34 კვირის ორსული.

ამ ეტაპზე, ცხელების ცენტრში ოთხი საეჭვო პაციენტია. პაციენტებმა კლინიკას ცხელების სიმპტომით საკუთარი სახლებიდან მიმართეს. მათი ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში მოხდება, პასუხები კი, ხვალ გახდება ცნობილი.