ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ ე.წ. ცხელების ცენტრში რვა საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:01, 04.05.2020

ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ ე.წ. ცხელების ცენტრში რვა საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საკვლევ პაციენტებს შორის ორი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო.

ამ დროისათვის კლინიკაში სამი საეჭვო პაციენტი ჰყავთ. მათ ანალიზებს დღის მანძილზე აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მსგავსი