ქუთაისის კლინიკა „ბომონდი“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა დატოვა
ქუთაისის კლინიკა „ბომონდი“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა დატოვა

ქუთაისში კლინიკა „ბომონდი“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა. გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი ბავშვი და ორი ზრდასრულია.

ამ დროისთვის, „ბომონდში“ დადასტურებული კოვიდინფექციით 93 პაციენტი რჩება. ინფიცირებულებს შორის არიან, 11 ბავშვი, რვა ორსული და ერთი მელოგინე.

„გვყავს ერთი მელოგინე, რომელმაც კლინიკა „ბომონდში“ იმშობიარა. აღნიშნული პაციენტი კლინიკაში 4 ოქტომბერს, ბათუმის მრავალპროფილური კლინიკიდან დადასტურებული კოვიდინფექციით შემოიყვანეს. ორსულს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტემპერატურა და მშრალი სპაზმური ხველა აღენიშნებოდა. კლინიკაში შემოსვლის დროს მდგომარეობა რთული იყო, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ვითარება დასტაბილურდა. კარგად ჩაიარა მშობიარობის პროცესმაც. ამ ეტაპზე, დედის და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, -აცხადებს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.