ქუთაისის კლინიკა „ბომონდი“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 11-მა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის კლინიკა „ბომონდი“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 11-მა პაციენტმა დატოვა

ქუთაისის კლინიკა „ბომონდი“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 11-მა პაციენტმა დატოვა.​ ამასთან, კლინიკამ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები მიიღო. პაციენტებს შორის ორი 93 და 95 წლის მამაკაცები არიან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადის კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ჩვილი. ჩვილებიდან ყველაზე მცირე ასაკის არის შვიდი დღის, ხოლო ყველაზე უფროსი ერთი თვის. ინფიცირებული ჩვილების ნაწილი კლინიკაში საცხოვრებელი სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან შეიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ინფიცირებული ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის კლინიკაში 129 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.