ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა, იუნესკო-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს
ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა, იუნესკო-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს

ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა, იუნესკო-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

ანთიძის თქმით, ამ მიმართულებით​ ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიცია მუშაობს.

„ძეგლად გამოცხადდება უქიმერიონი და მიმდებარე ისტორიული ნაწილი თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, რომ სწორად მივაწოდოთ პროექტი იუნესკოს“, -განაცხადა პირველ არხთან ნიკოლოზ ანთიძემ.

ანთიძემ დღეს პროექტის მინიპრეზენტაცია პრეზიდენტისთვის გამართა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისში იმყოფება.