ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გრიპის გართულებით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა  
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გრიპის გართულებით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა  

ქუთაისში გრიპის ვირუსის გართულებით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

24 წლის ახალგაზრდა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იყო მოთავსებული.

როგორც პირველ არხს „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ განუცხადა, პაციენტი H1N1 ვირუსით დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მისი თქმით, ახალგაზრდამ სამედიცინო ცენტრს დაგვიანებით მიმართა.