ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

11:41, 11.09.2020

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის კლინიკის 19 მედიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ფაქტს საავადმყოფოში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამის შესახებ პრესრელიზს მოგვიანებით თავად გაავრცელებენ.

მსგავსი