ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან პაციენტი გაუჩინარდა
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან პაციენტი გაუჩინარდა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან პაციენტი გაუჩინარდა. 76 წლის მამაკაცი კლინიკიდან ოთხი დღის წინ გაიპარა და მისი ადგილსამყოფლის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

სამედიცინო დაწესებულების იურისტის, არმაზ ხელიძის თქმით, პაციენტი კლინიკაში 27 ნოემბრიდან მკურნალობს. მან სამედიცინო დაწესებულებას ქირურგიული მანიპულაციისთვის თვითდინებით მიმართა. იურისტის განმარტებით, პაცინეტმა კლინიკა თვითნებურად უკანა კარიდან დატოვა. იურისტის განმარტებით, პაციენტს რამე ფინანსური ვალდებულება კლინიკის წინაშე არ ჰქონდა, შესაბამისად, უცნობია კლინიკიდან გაპარვის მიზეზი.

მამაკაცის სამძებრო სამუშაობში ჩართულია პოლიცია.