ქუთაისის ინფექციურში გუშინ მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
ქუთაისის ინფექციურში გუშინ მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“ დიაგნოზით გუშინ შეყვანილი შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლს პერიოდულად გეგმური შემოწმება უტარდებოდა. კვლევებმა რამდენჯერმე უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა მორიგი შემოწმების დროს, მას ე.წ. ცხელების ცენტრში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგები ახლა ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებს იკვლევენ. პაციენტს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი მკურნალობს.