ქუთაისის ინფექციურში 11 პაციენტიდან ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

09:52, 16.03.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან დღეს 11 პაციენტის ანალიზების პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია. შესაბამისად, ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება, მათი ნაწილი კი, სახლში გაეწერება.

მისივე ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში საქართველოს ერთი მოქალაქე მიიყვანეს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა. მას ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის სინჯებს დღეს აუღებენ.

მსგავსი