ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს პერსონალს „გვირილობის“ დღესასწაული ჩოხოსნებმა მიულოცეს [ვიდეო]

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

თვითდინებით შესულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 17 პაციენტია მოთავსებული. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკის მედპერსონალს დღეს „გვირილობის“ დღესასწაული ჩოხოსნებმა და წითელი ჯვრის მოხალისეებმა მიულოცეს და გვირილები აჩუქეს.