ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კიდევ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კიდევ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტის ანალიზების პასუხები ცნობილია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა, არც ერთ მათგანს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.

კლინიკაში ოთხი ახალი პაციენტი შეიყვანეს.

პაციენტები საჭიროების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ პალატებში არიან გადაყვანილი.

მათ დღის ბოლომდე აუღებენ ანალიზებს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

დატოვე კომენტარი