ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი გაეწერა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

14:36, 20.04.2020

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 22 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. პაციენტებს შორის ორი ბავშვია.

აღსანიშნავია, რომ ხვალ კიდევ ერთი პაციენტის გაწერა იგეგმება.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 93-ს შეადგენს.

მსგავსი