ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება

13:32, 11.05.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა, ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ მიუღიათ.

დღეს სტაციონარიდან კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება და კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტი დარჩება.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ ორ დღეში ეს პაციენტებიც დატოვებენ კლინიკას.

მსგავსი