ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო შესაძლოა, ხვალ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვოს
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო შესაძლოა, ხვალ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვოს

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო შესაძლოა, ხვალ ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვოს.

კილინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის პირველ საკონტროლო ტესტზე ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს. პაციენტი ე.წ. ღვანკითის კლასტერს წარმოადგენს. მას განმეორებით ტესტს გაუკეთებენ და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კლინიკიდან გაეწერება.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ კოვიდინფიცირებულ მამაკაცს დღეს პირველი საკონტროლო ტესტი გაუკეთდება.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.